logo
ENG



ლავროვი: აშშ-ს და NATO-ს "ბრძოლის ველზე" რუსეთზე გამარჯვება სურთ, რათა ქვეყანა გაანადგურონ

27 დეკ 202211:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/27/jf580zt3mt2aqxw.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ს და NATO-ს "ბრძოლის ველზე" რუსეთზე გამარჯვება სურთ, რათა ქვეყანა გაანადგურონ.

"კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების და მათ კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებები ადასტურებს უკრაინის კრიზისის გლობალურ ხასიათს.

არავისთვის, საიდუმლო აღარ არის, რომ შეერთებული შტატების და მისი NATO-ს მოკავშირეების სტრატეგიული მიზანია რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე, როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი შესუსტების ან თუნდაც განადგურების მექანიზმი. ჩვენი ოპონენტები ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ", - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვის თქმით, "ცხელი კონფლიქტის" მთავარი ბენეფიციარი შეერთებული შტატებია, რომელიც არსებული სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებლის მოპოვებას ცდილობს, როგორც სამხედრო-სტრატეგიული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.


close დახურვა